მომხმარებელთა უფლებები საქართველოში კონსტიტუციით დაცულ უფლებას წარმოადგენს.
კონსტიტუციის 26-ე
მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
ამასთან, საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდანაც. შეთანხმების VI კარის
მე-13 თავის 345-ე,
346-ე და 347-ე მუხლებით განსაზღვრულია ვალდებულებები, რომლის მიხედვით;
„მხარეები ითანამშრომლებენ,
რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და მიაღწიონ თავსებადობას
მომხმარებელთა დაცვის
თავიანთ სისტემებს შორის“. მე-13 თავის 346-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი
განსაზღვრავს, რომ ამ მიზნის
მისაღწევად საჭირო თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს: „მომხმარებელთა შესახებ
კანონმდებლობის
დაახლოებას სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილების პარალელურად;". ხოლო, 347-ე
მუხლით დადგენილი
ვალდებულების მიხედვით: „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოებას წინამდებარე
შეთანხმების XXIX დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და
საერთაშორისო
სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.“
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძირითად სამართლებრივ წყაროს წარმოადგენს
„მომხმარებლის უფლებების
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კანონი“).
მოქმედი კანონი
მიღებულ იქნა 2022 წელს. აღნიშნულ პერიოდამდე არსებული კანონმდებლობა
მოძველებული იყო და ვერ
პასუხობდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს თანამედროვე გამოწვევებს.
მეტიც, 2012 წელს
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი გაუქმდა, მომხმარებელსა და
მოვაჭრეს შორის არსებული
ურთიერთობები კი რეგულირდებოდა სხვა კანონებით, რომლებიც ჯეროვნად ვერ
ასახავდნენ სფეროსათვის
დამახასიათებელ სპეციფიკას. მოქმედი კანონი ითვალისწინებს მომხმარებლის დაცვის
უფრო მაღალ სტანდარტს
და მასში ასახულია ევროკავშირის არაერთი საკანონმდებლო აქტი.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს
მომხმარებლის უფლებების
სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრასა და მომხმარებლის პატივისცემაზე
დამყარებული ქცევის კულტურის
ხელშეწყობას. წინამდებარე კანონით რეგულირდება ურთიერთობა, რომლის სუბიექტებს
წარმოადგენენ
მომხმარებელი და მოვაჭრე. კანონის თანახმად:
• მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც
სთავაზობენ ან რომელიც
იძენს ან შემდგომ
იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა
სავაჭრო, სამეწარმეო,
სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, 15 ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; იხ.,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5420598?publication=3
• მოვაჭრე არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა
გაერთიანება, რომელიც მოქმედებს
კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც
მოქმედებს მოვაჭრის სახელით
ან დავალებით.
აღნიშნულ ურთიერთობაში მომხმარებელი სუსტ მხარედ ითვლება რამდენიმე ძირითადი
მიზეზის გამო. პირველ
რიგში, ივარაუდება, რომ მომხმარებლებს ნაკლები საბაზრო ძალაუფლება გააჩნიათ,
რაც იწვევს მათი მხრიდან
ხშირად ისეთ პირობებზე დათანხმებას, რომელიც მათთვის მისაღები არაა. გარდა
ამისა, მომხმარებლებს,
რომლებიც ფიზიკურ პირებს წარმოადგენენ, შესაძლოა ბიზნესთან შედარებით ნაკლები
ინფორმაცია ჰქონდეთ
საკუთარი უფლებებისა და მათი დაცვის გზების შესახებ. ამასთან, ბაზრის
კომპლექსურობიდან გამომდინარე,
მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება შესაძლოა გამოწვევას წარმოადგენდეს,
განსაკუთრებით კი ისეთ
შემთხვევებში, როდესაც მას არ აქვს საკმარისი დროითი რესურსი ან პროფესიული
ცოდნა და იგი მოვაჭრის
მიერ სათანადოდ არ არის ინფორმირებული.
კანონი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს. ერთ-ერთ ასეთ
უფლებას წარმოადგენს
ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება, რომელიც დაცულია როგორც კანონის
მე-5 მუხლით, ასევე
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივით N2011/83/EC
მომხმარებელთა უფლებების
შესახებ (შემდგომში მოხსენიებული როგორც - „დირექტივა). მომხმარებლის
ინფორმირების ვალდებულებას ასევე
არაერთხელ გაესვა ხაზი „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს“
გადაწყვეტილებებში, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე უფლებამოსილ
ორგანოს წარმოადგენს.
ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის
ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების თაობაზე არსებული კანონის ნორმები
უზრუნველყოფს მომხმარებლის
უფლებას, საქონლის/მომსახურების შეძენამდე „ინფორმირებული არჩევანის“ ფარგლებში
მიიღოს შესყიდვის
შესახებ გადაწყვეტილება.
კანონის მე-5 მუხლი მოვაჭრეს მომხმარებლისთვის შეთავაზებული საქონლისა და
მომსახურების შესახებ
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. მოვაჭრემ მომხმარებელს
ხელშეკრულების დადებამდე
სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და
გასაგებად უნდა
მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია. კანონი ასევე
ადგენს, თუ რა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს მოვაჭრეს:
ა) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან
მომსახურების შესაბამისი
არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ
შორის, ზომის,
შესაძლებლობების) გათვალისწინებით;
ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის)
შესახებ; არსებობის
შემთხვევაში − მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის,
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2011/83/EC
მომხმარებელთა უფლებების,
საბჭოს დირექტივასა 93/13/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში
1999/44/EC შესწორებების
შეტანის და საბჭოს დირექტივისა 85/577/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს
დირექტივის 97/7/EC
გაუქმების შესახებ; იხ.,
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A32011L0083;
ქართულ ენაზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4488461?publication=0
ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს
შეეძლება მოვაჭრესთან
სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში − იმ მოვაჭრის
საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის
სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი;
გ) არსებობის შემთხვევაში − საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური
მომსახურების ობიექტის
დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე, თუ ის განსხვავდება ამ
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში
მითითებული მისამართისგან;
დ) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი
ხარჯების (მათ შორის,
ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) მითითებით, ხოლო თუ,
საქონლის ან მომსახურების
ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი
გამოთვლის წესის
თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები
წარმოიშვას;
ე) არსებობის შემთხვევაში − გადახდის, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და
ვალდებულების
შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის
განხილვის წესის თაობაზე;
ვ) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული
გარანტიის თაობაზე, აგრეთვე
მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ;
ზ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ
ხელშეკრულება
განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე
უარის თქმის პირობების
თაობაზე;
თ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის ვალდებულებებისა და მათი შესრულების
მინიმალური
ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ;
ი) ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ, მათ შორის, არსებობის
შემთხვევაში − მისი
დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე, აგრეთვე არსებობის
შემთხვევაში − ციფრული
შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ
ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა;
კ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.
მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და
გადაწყვეტილება მიიღოს
შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე რაციონალურად, გააზრებულად და რაც მთავარია,
საკმარისი და
ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებლისთვის
ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულება მას საშუალებას აძლევს გააკეთოს ე.წ. „ინფორმირებული არჩევანი“ და
დაიცვას მისი
ეკონომიკური ქცევაც. თავის მხრივ, ზუსტი, მკაფიო და ამომწურავი ინფორმაციის
მიწოდება აყალიბებს ნდობას
ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის, რაც ხელს უწყობს სამართლიან და
კონკურენტუნარიან ბაზარს. დისტანციური/ონლაინ ვაჭრობის დროს კანონი,
მომხმარებლისთვის მისაწოდებელი
ინფორმაციის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს და მოვაჭრე დამატებით
ვალდებულია, მომხმარებელს
მიაწოდოს მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია: მოვაჭრის
ვინაობისა და
ფაქტობრივი მისამართის შესახებ, საქონლის ან მომსახურების ფასის,
გადასახადებისა და ყველა დამატებითი
ხარჯის, მათ შორის, დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში საქონლის უკან
დაბრუნების შემთხვევაში
მომხმარებლის მიერ გასაწევი ხარჯის შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული ფასის წინასწარ
გამოთვლა შეუძლებელია −
მისი გამოთვლის წესის თაობაზე, ასევე ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების,
ვადისა და წესის შესახებ,
ინფორმაცია იმის თაობზე, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლებელია, ქცევის
კოდექსის არსებობისა და
ხელმისაწვდომობის შესახებ, მოვაჭრის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ
წარსადგენი ან
გადასახდელი ფინანსური უზრუნველყოფის პირობების შესახებ.აღსანიშნავია ისიც, რომ
კანონის მე-5 მუხლის
მე-5 პუნქტისა და ევროკავშირის 2011/83 დირექტივის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის
მიხედვით,
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი
მთლიანად მოვაჭრეს
ეკისრება. შესაბამისად, მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, სწორედ
მოვაჭრემ უნდა ამტკიცოს,
რომ მან კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება სრულად შეასრულა და
მომხმარებლის ინფორმირება სათანადო
დონეზე მოახდინა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში -
„სააგენტო) მიერ დარღვევის
დადასტურებათა უმრავლეს შემთხვევაში სახეზეა სწორედ ინფორმაციის მიწოდების
ძირითადი ვალდებულების
დარღვევა.
სააგენტომ 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით N04/303 დაადგინა, რომ
მოვაჭრის სავაჭრო პლატფორმაზე
(ფეისბუქ გვერდი) მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მომხმარებლისთვის
ინფორმაციის მიწოდების
სტანდარტს. საინფორმაციო ველში ასახული იყო მხოლოდ გვერდის სახელი და ტელეფონის
ნომერი. სააგენტომ
აღნიშნა, რომ მოვაჭრის სავაჭრო გვერდზე დამატებით უნდა ყოფილიყო შემდეგი
ინფორმაცია:
1. ინფორმაცია მოვაჭრის მისამართის, სამართლებრივი ფორმის, მოვაჭრის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შესახებ;
2. ინფორმაცია დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და
წესის შესახებ;
3. საქონლის უკან დაბრუნების ფორმა;
4. ინფორმაცია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარის თქმის უფლებით
სარგებლობის შესახებ.
5. ასევე, სარეალიზაციო საქონელზე არ იყო მითითებული ფასი. მოვაჭრე კი
ვალდებულია უზრუნველყოს
საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის
მკაფიო და გასაგები ფორმით
მითითება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2024 წლის 10
აპრილის ბრძანება
N04/303, იხ.,
https://gcca.gov.ge/uploads_script/user_rights/tmp/phpWIEnlU.pdf
;
სააგენტომ სხვა გადაწყვეტილებაში, სადაც მომხმარებელს მოხმარების წესები
მიეწოდა არასახელმწიფო ენაზე,
მიიჩნია, რომ მოვაჭრემ ვერ დააკმაყოფილა ინფორმირების სტანდარტი, ვინაიდან
დოკუმენტაცია საქონლის
მოხმარების წესების და არსებითი მახასიათებლების შესახებ მომხმარებელს მიეწოდა
არასახელმწიფო ენაზე,
ინფორმაცია საქონლის არსებით მახასიათებლების შესახებ კი მიწოდებული უნდა იქნეს
სახელმწიფო ენაზე.
საქონლის არსებითი მახასიათებლები მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს
ეტიკეტირებისა და შეფუთვაზე დატანის
გზით. მომხმარებელს, ასევე უნდა ეცნობოს საქონლის ყველა იმ თავისებურების
შესახებ ინფორმაცია,
რომელსაც ის ჩვეულებრივ არ ელოდება აღნიშნული პროდუქტისგან. ინფორმაციის
სახელმწიფო ენაზე მიწოდების
ვალდებულება არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საქონლის თანმხლებ
დოკუმენტაციაში სხვადასხვა ენაზე
ეწეროს საქონლის თვისებების შესახებ.
სააგენტომ 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ინფორმირების
ვალდებულება ასევე
გულისხმობს მოვაჭრის ვალდებულებას, ფასდაკლების პერიოდში მიუთითოს როგორც
ფასდაკლებული, ასევე
საქონლის თავდაპირველი ფასი.
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეებზე C
179/21 და C 529/19
განმარტავს, რომ 2011/83 დირექტივის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
ვიდრე მომხმარებელი
მოვაჭრის შეთავაზებით შეიბოჭება, ეს უკანასკნელი ვალდებულია მომხმარებელს
ნათელი და ყოვლისმომცველი
ინფორმაცია მიაწოდოს შეთავაზებული საქონლისა თუ მომსახურების შესახებ.
აღნიშნული დებულების მიზანია,
ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის
უზრუნველყოფა როგორც
ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების დადების შედეგების შესახებ, რაც
მომხმარებელს
შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვიტოს, სურს თუ არა ხელშეკრულებით შეიბოჭოს, ისე
ხელშეკრულების სათანადო
შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, განსაკუთრებით კი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე
მომხმარებლის უფლებებით სარგებლობის შესახებ.
სასამართლო C-430/17 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტავს, რომ
ხელშეკრულების დადებამდე
ამ ხელშეკრულების პირობებსა და მათზე დათანხმების შედეგებზე მომხმარებლისთვის
ინფორმაციის მიწოდება
ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ვინაიდან ის სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე
წყვეტს, შეიბოჭოს თუ არა
სახელშეკრულებო ვალდებულებებით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2024 წლის 19
მარტის ბრძანება N04/220, იხ.,
https://gcca.gov.ge/uploads_script/user_rights/tmp/phpqTbqZx.pdf
;
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის 15
დეკემბრის ბრძანება N04/962, იხ.,
https://gcca.gov.ge/uploads_script/user_rights/tmp/phpWubD1d.pdf
;
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე
C-179/21 Absoluts -bikes and more- GmbH & Co. KG v The-trading-company GmbH
[2022], პარ.26, იხ.,
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:62021CJ0179
;
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C
529/19 Möbel Kraft GmbH & Co. KG v ML. [2020], პარ. 26, იხ.,
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:62019CJ0529
;
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოხდეს მოვაჭრის მიერ
მომხმარებლის სათანადო ინფორმირება, კერძოდ მოვაჭრემ მომხმარებელს სახელმწიფო
ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად უნდა მიაწოდოს კანონით მოთხოვნილი, უტყუარი და
სრული ინფორმაცია.