ცენტრის შესახებ
ტრენინგ ცენტრის მიზანია იურიდიულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს/დამწყებ იურისტებს მისცეს საშუალება, აიმაღლონ კვალიფიკაცია დარგის ექსპერტებთან ტრენინგების გავლის გზით. თანამედროვე სამყაროში სამართლებრივი გარემო სწრაფად იცვლება. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევს უახლეს სამართლებრივ სიახლეებს და ამ გამოწვევებს პასუხობს შესაბამისი ტრენინგებით. სამუშაო შეხვედრები იძლევა საშუალებას, დაინტერესებულმა მსმენელმა მიიღოს პასუხი მისთვის სასურველ, საინტერესო და აქტუალურ საკითხზე დარგის სპეციალისტისაგან.
ჩვენი ტრენერები

ვახტანგ შურღაია
ჩვენი გუნდის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ასევე ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს სამოქალაქო სამართლის განხრით. ვახტანგ შურღაია გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე კერძო, კომპანიებში. ვახტანგ შურღაია არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ლიანა ჯაფარიძე
დოქტორი ლიანა ჯაფარიძე ჩვენი გუნდის მოწვეული იურისტ-ექსპერტი არის სასექსის უნივერსიტეტის ლექტორი. ლიანა არის კონკურენციის სამართლის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ლიანამ განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი (DPhil in Law 2022, MJur 2014), ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში, იტალია (ფლორენციის პროგრამა კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის 2017), შპეიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია.

ბექა დოჭვირი
ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბექა დოჭვირის საჯარო სამსახურში კარიერა მოიცავს ისეთ თანამდებობებს როგორიცაა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ასევე იგი იკავებდა იურიდიული დეპარტამენტების უფროსის თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეკონომიკის სამინისტროში.

ალეკო ნაჭყებია
ჩვენი გუნდის მოწვეული ტრენერი ალეკო ნაჭყებია ილიას უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია. აქვს კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2013 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვება სალექციო კურსებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ალეკო ნაჭყებია არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოცემული არაერთი პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორი.