პარტნიორობა
წარმატებისთვის
საუკეთესო გადაწყვეტილებები თქვენი მომავლისთვის!
"Qual maior difficultas, é o maior gloria"
ჩვენ ვიცავთ თქვენს წარმატებას სამართლის შემდეგ სფეროებში
კონკურენციის სამართალი
სრული სამართლებრივი დახმარება კონკურენციის სამართლის ნებისმიერი მიმართულებით.
ბი ვი ქონსალთინგი გთავაზობთ სრულფასოვან მომსახურებას კონკურენციის სამართლის ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკურენციისა და ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება.
სერვისები
- წარმომადგენლობა კომპანიების კონცენტრაციის დროს;
- წარმომადგენლობა ანტიმონოპოლიური დავების დროს როგორც კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებში ისე სასამართლოში;
- თქვენი ბიზნესის დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან;
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
ჩვენ გუნდს გააჩნია სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე დავებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას.
სერვისები
- კონსულტაცია ტენდერში მონაწილეობასთან და სატენდერო დოკუმენტაციების შედგენასთან დაკავშირებით;
- წარმომადგენლობა სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე საკითხებზე დავების განხილვის საბჭოსა და შესყიდვების სააგენტოში;
- წარმომადგენლობა სასამართლოში სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით.
ჩვენ გუნდს გააჩნია საფინანსო და სადაზღვევო საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, როგორც ხელშეკრულებების დადებისა და რევიზიის, ასევე, სასამართლოში საქმის წარმოების მიმართულებით.
სერვისები
- საფინანსო და სადაზღვეო სფეროში ხელშეკრულებების შედგენა, არსებული ხელშეკრულებების რევიზია;
- კომპანიებისა და ფიზიკური პირების წარმომადგენლობის განხორციელება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან ურთოერთობისას;
- სასამართლო წარმომადგენლობა.
ჩვენ გუნდს გააჩნია კორპორაციულ სამართალში პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ იურიდიულ სერვისს.
სერვისები
- კომპანიის დაფუძნება/რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცმებში ცვლილებების შეტანა;
- კომპანიის შინაგანაწესის და სხვა შიდა დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების დრაფტების მომზადება;
- Due Diligence ჩატარება;
- კომპანიის საქმიანობის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ბი ვი ქონსალთინგის იურისტები გაგიწევენ სრულ სამართლებრივ დახმარებას საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობაში. ჩვენი გამოცდილი ადვოკატები ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას საგადასახადო სამართალში.
სერვისები
- საგადასახადო დაგეგმვა კომპანიებისთის და შესაბამისი რჩევა დაბეგვრის საკითხებზე;
- საგადასახადო/საბაჟო დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში;
- კომპანიების წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან მოლაპარაკების დროს (წინასწარი გადაწყვეტილებები/შეთანხმებები).
ბი ვი ქონსალთინგის გუნდის წევრებს გააჩნიათ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი იურისტები სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობის დროს ხელს უწყობენ ეფექტურ კომუნიკაციას და ადვოკატირებას, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის სასიკეთო შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.
სერვისები
- კომპანიების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მოლაპარაკების პროცესში;
- ლიცენზიებისა და ნებართვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
- სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის საჭირო დოკუემენტაციის შედგენა;
- ადმინისტრაციულ ორგანოებში საჩივრის/განცხადების დროს წარმომადგენლობა.
ჩვენი სტატისტიკა
Cases and Projects
Successful Outcomes
Corporate Clients Advised
ჩვენს შესახებ
სლოგანი პარტნიორობა წარმატებისთვის ასახავს ბი ვი ქონსალთინგის ძირითად ღირებულებებს. ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის ფილოსოფია, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე იურიდიული მრჩევლები; ჩვენ ვართ პარტნიორები, რომლებიც თქვენთან ერთად ვმუშაობთ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე წარმატებული მომავლისთვის.
თანამედროვე სამყაროში სამართლებრივი გარემო სწრაფად იცვლება. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევს უახლეს სამართლებრივ სიახლეებს. უნიკალური პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გვეხმარება გავიგოთ თქვენი საჭიროებები და გრძელვადიანი მიზნები. ჩვენ მიზანია არამარტო არსებული პრობლემის გადაჭრა არამედ მომავალი გამოწვევების განსაზღვრა და საუკეთესო გადაწყვეტის შემოთავაზება.
ჩვენი ძალა პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდშია, რომელთაგან თითოეულს მოაქვს სიღრმისეული ცოდნა და დიდი გამოცდილება. ისინი ფლობენ წლების განმავლობაში რთული იურიდიული საკითხების გადაჭრის პრაქტიკას.
ბი ვი ქონსალთინგის გუნდი დაკომპლექტებულია კერძო და საჯარო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებიც სპეციალიზდებიან კერძო და საჯარო ურთიერთობებზე.
ჩვენი გუნდი
ვახტანგ შურღაია
ჩვენი გუნდის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ასევე ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს სამოქალაქო სამართლის განხრით. ვახტანგ შურღაია გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე კერძო, კომპანიებში. ვახტანგ შურღაია არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ლიანა ჯაფარიძე
დოქტორი ლიანა ჯაფარიძე ჩვენი გუნდის მოწვეული იურისტ-ექსპერტი არის სასექსის უნივერსიტეტის ლექტორი. ლიანა არის კონკურენციის სამართლის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ლიანამ განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი (DPhil in Law 2022, MJur 2014), ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში, იტალია (ფლორენციის პროგრამა კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის 2017), შპეიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია.
მარიამ ბაღდავაძე
ჩვენი გუნდის უფროსი იურისტი მარიამ ბაღდავაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ის აგრეთვე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის დიპლომს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მარიამს განათლება მიღებული აქვს ესპანეთში, გრანადას უნივერსიტეტში და იტალიაში, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარიამს აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორში.
სოფიკო თვალაბეიშვილი
ჩვენი გუნდის უმცროსი იურისტი, სოფიკო თვალაბეიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ის ასევე ფლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს განათლება ტუშას უნივერსიტეტში, იტალიაში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამინის ძირითადი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სოფიკო თვალაბეიშვილს აქვს მუშაობის გამოცდილება , როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიში.
ჩვენი პარტნიორები
სიახლეები
კონკურენციის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, შესაძლო კარტელზე მოკვლევა დაიწყო - BV Consulting-ი პროცედურის დეტალებზე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.
აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველის პარტნიორი ვახტანგ შურღაია, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე კომპანიას გახმაურებულ ნავთობის და ფარმაციის ქეისებზე კონკურენციის სააგენტოსთან დავაში.
როგორ შეაფასებთ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით მოკვლევის დაწყების თაობაზე?
როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, მოკვლევა დაწყებულია სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ რეგიონალური სამინისტროს მომართვის საფუძველზე. მოკვლევა შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას, რომელიც ე.წ. კარტელურ შეთანხმებას მოიაზრებს.
როგორია კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის განხორციელების პროცედურა?
საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 18 თვემდე.
ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. თავის მხრივ, ეკონომიკური აგენტი ვალდებულია მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას და ამასთან ჯარიმა არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან.
სააგენტო უფლებამოსილია, ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ კი მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე სააგენტოს გადაწყვეტილებით კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს წლიური ბრუნვის 5%-მდე. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სახელმწიფო ტენდერების სტრუქტურა და კრიტერიუმები ხომ არ იწვევს თანამშრომლობის/შეთანხმების სტიმულს კომპანიებს შორის? რა ზღვარი არსებობს კომპანიების პარალელურ ქცევასა და კოორდინირებულ ქმედებას შორის?
ზოგადად, სახელმწიფო ტენდერები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მაღალი რისკით ხასიათდება როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ზღვარი ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებულ ქმედებასა და პარალელიზმს შორის საკმაოდ მყიფეა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური ქმედება თავისთავად არ იგივდება შეთანხმებულ ქმედებასთან, ის მაინც შეიძლება წარმოადგენდეს ამგვარი პრაქტიკის არსებობის მყარ მტკიცებულებას.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმებული ქმედების დადასტურებისას კონკურენციის სააგენტომ იხელმძღვანელოს მაღალი სტანდარტით და მხედველობაში იქნეს მიღებული ეკონომიკური აგენტის როგორც ქმედება (შეთანხმება, შეთანხმებული ქმედება, გადაწყვეტილება), კომუნიკაციის/ინფორმაციის მიმოცვლის ფაქტის დადგენა და კონკურენციის შეზღუდვის მიზანი/შედეგი.
როგორ აფასებთ სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების დინამიკასა და ეფექტიანობას წელს?
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევათა რიცხვი მზარდია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
მიუხედავად მოკვლევების დინამიკისა თუ ეფექტიანობისა, სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია სასამართლოში არაეფექტურად დიდ დროსთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანობასაც.
რა რჩევებს მისცემდით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად?
ვინაიდან კონკურენციის სამართალი საქართველოში მეტ-ნაკლებად ახალი დარგია, მნიშვნელოვანია კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ამაღლდეს ცოდნის დონე. გადამწყვეტია კომპანიებმა მიიღონ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო მეორე მხრივ, სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას კონკურენციის სააგენტოსთან.
ბიზნესის პასუხისმგებლობა AI ჩატბოტისათვის
2026 წლის 28 ივლისს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ბიზნეს-სუბიექტის მიერ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე ჩატბოტის გამოყენების სტანდარტი მომხმარებელთან ურთიერთობისას. აღნიშნულზე დეტალურად საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე.
განსახილველ საქმეში სააგენტომ მოვაჭრის მხრიდან დაადგინა უსამართლო
კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი კომპანია
„USA2Georgia”-ს მიერ. საქმეში დადგინდა, რომ მომხმარებელი
გამოწერილ ნივთებს მოვაჭრისაგან ვერ იღებდა 1 თვის განმავლობაში
(მიუხედავად შესაბამისი შეტყობინების მიღებისა), ხოლო ჩატბოტი (K-AI-A)
მომხმარებელს ერთი და იგივე პასუხს სცემს: „კურიერმა აიღო
ამანათები ლოქერში განსათავსებლად“, რაც არ შეესაბამებოდა
რეალობას. ამავდროულად, ცხელ ხაზზე დარეკვისას ზარი წყდებოდა და
მომხმარებელს ეგზავნებოდა შეტყობინება, ესარგებლა WhatsApp-ჩატით ან
ონლაინ ანგარიშით.
სააგენტომ გადაწყვეტილებაში ყურადღება
გაამახვილა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
• მოვაჭრის მიერ გამოყენებული K-AI-A სისტემა წარმოადგენს სრულად ავტომატიზებულ, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე ჩატბოტს. მისთვის დამახასიათებელია შეზღუდული საინფორმაციო ჩარჩო ისეთ გარემოებებში, სადაც ამანათის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და აქვს ნაკლები შესაძლებლობა, მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები მოვაჭრის სახელით. შესაბამისად, ჩატბოტი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასმული საკითხის ეფექტურ განხილვას. ჩატბოტის განმეორებადი პასუხი, რომ „კურიერმა აიღო ამანათები ლოქერში განსათავსებლად“ ვერ ჩაითვლება სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებად და საკითხის ეფექტიან განხილვად, ვინაიდან ეს პასუხი რეალობას არ შეესაბამებოდა;
• დადგინდა მოვაჭრის პასუხისმგებლობა მის მიერ გამოყენებული ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მიწოდებულ ინფორმაციაზე - თუ მოვაჭრე მომხმარებელთან კომუნიკაციის ან ვალდებულების შესრულების პროცესში იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებას, იგი პასუხისმგებელია ამ საშუალების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისევე, როგორც საკუთარ განცხადებებსა და ქმედებებზე. ამდენად, თუ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ფუნქციონირების შედეგად მომხმარებელს არ მიეწოდება მომსახურების შესახებ არსებითი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში საშუალო მომხმარებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება ან ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად, ამგვარი უმოქმედობა შეიძლება შეფასდეს შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად;
• სააგენტომ მიუთითა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, ასეთი ტექნოლოგია არ შეიძლება წარმოადგენდეს მომხმარებელთან ურთიერთობის ერთადერთ ან ექსკლუზიურ საშუალებას, როდესაც მომხმარებელს რეალურად არ შეუძლია მოვაჭრესთან კომუნიკაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სცდება კონკრეტული დავის ფარგლებს და აყალიბებს სტანდარტს. კომპანიებისთვის AI აღარ არის მხოლოდ ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდის ინსტრუმენტი, მისი გამოყენება პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რეგულაციურ შესაბამისობას.
ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების ისეთი მართვა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტეს, ეფექტიან კომუნიკაციას და ადამიანის ჩართულობის რეალურ შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ბიზნესში AI-ის აქტიური გამოყენების პირობებში სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტებით შეფასდება მომავალში ტექნოლოგიის პასუხისმგებლიანი გამოყენება საქართველოში.
ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში
2026 წლის 9 ივლისს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში შესული ცვლილებები არსებითად შეეხება რამდენიმე მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა, დადგენილება აღარ ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის წინასწარ გამოცხადების ვალდებულებას. სანაცვლოდ, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, იგი ვალდებულია, განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოს შეუთანხმოს წლიური კვოტა პორტალის მეშვეობით.
კვოტის მოპოვებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მან ზემოხსენებული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.
შედეგად, სააგენტო დამსაქმებელს განუსაზღვრავს წლიურ კვოტას, რომლის ფარგლებშიც მას ექნება უფლება, კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. კვოტა შესაძლებელია გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენისას.
საყურადღებოა, რომ თუ ადგილობრივი დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში მის მიმართ განსაზღვრულ კვოტას სრულად არ აითვისებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დამსაქმებელთან მიმართებით მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას შეამციროს კვოტა.
ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად იმიგრანტის პასპორტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მოპოვების/შეტყობინების ვალდებულება დამსაქმებელზე არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შეეხება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონეს, ხელფასს ან სამუშაო განრიგს.
დადგენილებაში გათვალისწინებულ იქნა ის შემთხვევებიც, რომლებზეც არ ვრცელდება საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება. მათ შორისაა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა/მომსახურება. დადგენილების თანახმად, მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს შრომითი იმიგრანტის მიერ ქვეყანაში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყების დღიდან კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს, არაუმეტეს შრომითი იმიგრანტის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პერიოდისა.
ამასთან, შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ვალდებულება, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge და წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის, ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი შრომითი იმიგრანტის შესახებ.
და ბოლოს, დადგენილება განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად. მაგალითად, თუ იმიგრანტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული პორტალზე, საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე ან ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ 0-კვოტიან საქმიანობას.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები
2026 წლის 29 მაისს ძალაში შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფას, გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოს გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში ახალი მექანიზმების დანერგვასა და არსებული პროცედურების დახვეწას. ცვლილებებზე დეტალურად ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია საუბრობს.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა „ეკონომიკური ოპერატორის“ ცნების განსაზღვრა. აღნიშნული ტერმინი მოიცავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, პირთა გაერთიანებასა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახორციელებს. ახალი რეგულაციების მიზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არაკეთილსინდისიერი მონაწილეობის პრევენცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება შეიზღუდება იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულნი არიან შავ სიაში რეგისტრირებულ სუბიექტებთან. შეზღუდვა გავრცელდება როგორც იმ შემთხვევებზე, როდესაც ეკონომიკური ოპერატორის დამფუძნებელი ან წილის მფლობელი შავ სიაში რეგისტრირებული პირია, ასევე მაშინ, როდესაც ასეთ პირს სხვა ეკონომიკურ ოპერატორში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს ან ფლობს კანონით განსაზღვრულ წილს.
ამასთან, გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომებიც. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაძლებელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის ორ წლამდე ვადით.
გარდა ზემოხსენებული სიახლისა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად სახელმწიფო შესყიდვების სისტემას დაემატა ორი ახალი მექანიზმი - ჩარჩოშეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. აღნიშნული ინსტრუმენტები მიზნად ისახავს შესყიდვების პროცესის გამარტივებას, მოქნილობის გაზრდასა და როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ისე ეკონომიკური ოპერატორებისათვის უფრო ეფექტიანი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კატალოგი ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას მისცემს, საკუთარი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსონ და შესყიდვებში მონაწილეობა გამარტივებული წესით მიიღონ. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სტანდარტიზებული და განმეორებითი შესყიდვებისთვის, სადაც დროისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვა არსებით როლს თამაშობს.
როგორც აღინიშნა, გარდა ელქტრონული კატალოგისა კანონში შეტანილი ცვლილებებით ვხვდებით ჩარჩოშეთანხმების ინსტრუმენტს. მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში მხარეებს წინასწარ შეუძლიათ შეთანხმდენენ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ძირითად პირობებზე, მათ შორის მოსალოდნელ ფასსა და საჭიროების შემთხვევაში რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩარჩოშეთანხმების ორივე მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე სუბიექტი.
ზემოხსენებული მექანიზმებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო რეგულირება ასევე გავრცელდა ქვეკონტრაქტორებზე. პროექტის თანახმად ქვეკონტრაქტორი არის პირი, რომელსაც ძირითადი მიმწოდებელი კანონით დადგენილი წესით გადასცემს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს. თუმცა, პროცესის მეტი კონტროლისთვის, კანონი აწესებს სავალდებულო შეტყობინების პრინციპს: ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორის ჩართულობის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი ასრულებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების სულ მცირე 10%-ს, ან ხელშეკრულების იმ კონკრეტულ, მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციით. ამასთან, გაიმიჯნა მხარეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც, რაც შემსყიდველს დამატებით გარანტიებს უქმნის. კანონის თანახმად, ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასა თუ შესრულებულ სამუშაოზე სრული პასუხისმგებლობა კვლავ ძირითად მიმწოდებელს ეკისრება. ხოლო, რაც შეეხება ქვეკონტრაქტორების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და უფრო დეტალურ წესებს, ისინი სამომავლოდ ცალკეული კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.
ცვლილებების შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება მიეცათ დაადისკვალიფიცირონ ის პრეტენდენტები, რომელთა ხელმძღვანელი პირები (დირექტორი ან/და პარტნიორი) ნასამართლევია ფინანსური თუ სამოხელეო დანაშაულისთვის.
ამავდროულად, სისტემური ეფექტურობისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის, კანონში შეტანილი ცვლილებებით დაინერგა ცენტრალიზებული შესყიდვების პრაქტიკა. ახალი მიდგომით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მთავრობას პირდაპირ შეეძლება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მეშვეობით. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ეძლევათ შესაძლებლობა, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საკუთარი შესყიდვების წარმოება მიანდონ ცენტრალიზებულ შემსყიდველ ორგანოს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი - ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?
ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ბიზნესში სწრაფად იზრდება. კომპანიები აქტიურად იყენებენ AI ინსტრუმენტებს ტექსტების, დიზაინის, პროგრამული კოდის, მარკეტინგული მასალებისა და სხვა კრეატიული პროდუქტის შესაქმნელად. თუმცა, ამ პროცესს თან ახლავს მნიშვნელოვანი სამართლებრივი კითხვა - ვის ეკუთვნის ასეთ პროდუქტზე საავტორო უფლება?
აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ არ არის ერთმნიშვნელოვნად დარეგულირებული და პრაქტიკაში არაერთ რისკს ქმნის. კლასიკური გაგებით, საავტორო უფლება წარმოიშობა ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევარზე. შესაბამისად, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - თუ ნაწარმოები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, შეიძლება თუ არა ის საერთოდ ჩაითვალოს საავტორო სამართლის ობიექტად?
„არაჰუმანური“ არსების, როგორც საავტორო უფლების სუბიექტის არსებობა იმთავითვე გამოირიცხებოდა ე.წ. „მაიმუნის სელფის“ საქმეში (Naruto v. Slater). 2018 წელს აშშ-ს მეცხრე სააპელაციო ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ მაიმუნს არ ეკუთვნის საავტორო უფლება იმ ფოტოზე, რომელიც თავად გადაიღო. აღნიშნულ მიდგომას აშშ-ს საავტორო ოფისი არაერთ გადაწყვეტილებაში იყენებდა ანალოგიად იმის დასასაბუთებლად, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნაწარმოები ვერ იქნება საავტორო უფლების ობიექტი.
არაერთ იურისდიქციაში მიდგომა დღესაც მსგავსია: თუ ნაწარმოები შექმნილია ადამიანის საკმარისი შემოქმედებითი ჩართულობის გარეშე, მასზე საავტორო უფლება არ ვრცელდება.
ვინ შეიძლება ჩაითვალოს ავტორად?
1. მომხმარებელი
თუ ადამიანი განსაზღვრავს ამოცანას, აკეთებს დეტალურ ინსტრუქციებს (prompt), ახდენს შედეგის რედაქტირებას და საბოლოო ფორმას აძლევს ნაწარმოებს, შესაძლოა ის ჩაითვალოს ავტორად.
2. AI პლატფორმა
ზოგიერთ შემთხვევაში, პლატფორმის პირობები (Terms of Use) განსაზღვრავს, ვის გადაეცემა შექმნილი კონტენტის გამოყენების უფლება. ხშირად კომპანიები მომხმარებელს აძლევენ შექმნილი ნაწარმოების გამოყენების ფართო უფლებას, მაგრამ არა ექსკლუზიურ საკუთრებას.
თეორიული მიდგომების გარდა, უკვე არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ვითარდება სამართლებრივი პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით:
- Thaler v. Perlmutter - აშშ
2023 წელს აშშ-ს საოლქო სასამართლომ საქმეში Thaler v. Perlmutter კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნაწარმოებზე საკუთრების უფლება არ ვრცელდება. სასამართლო პრაქტიკისა და აშშ-ს საავტორო ოფისის მითითებების ერთობლიობა ადგენს, რომ მოქმედი სამართლის ფარგლებში AI-ის მიერ გენერირებულ ნამუშევრებზე საავტორო უფლება არ ეკუთვნის არცერთ სუბიექტს: არც AI ინსტრუმენტის შემქმნელს, არც თავად სისტემას და არც იმ პირს, რომელიც ქმნის „პრომპტს“. შესაბამისად, ასეთი ნამუშევრები ამ ეტაპზე განიხილება, როგორც საჯარო დომენში არსებული (public domain) ობიექტები, რომლებიც არ სარგებლობს საავტორო სამართლის დაცვით.
- Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening (საქმე C-5/08)
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) საქმეში Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening დაადგინა, რომ საავტორო უფლება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი არის ორიგინალური და გამომდინარეობს „ავტორის საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედებიდან“. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა განსაზღვრონ, შეიძლება თუ არა AI-ის მიერ გენერირებული შედეგი აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას.
მაგალითად, გერმანიის საავტორო სამართლის მიხედვით, ნამუშევრის დასაცავად აუცილებელია ავტორის „საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედება“. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ კომპიუტერული პროგრამა არ შეიძლება იყოს ავტორი და ინტელექტუალური შემოქმედება აუცილებლად უნდა მოდიოდეს ადამიანისაგან. ანალოგიურად, საფრანგეთში მოქმედი მიდგომის მიხედვით, ავტორად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო ორიგინალურობა მოითხოვს ავტორის „პირად კვალს ან ინტელექტუალურ ძალისხმევას“.
- „Midjourney“-ის ქეისი - ნაწილობრივი დაცვა
ჯეისონ მ. ალენმა გამოიყენა AI პროგრამა სურათის (“Théâtre D’opéra Spatial”) შექმნის პროცესში. ნამუშევარი სრულად ციფრულია და დიდწილად პროგრამის მიერ არის გენერირებული, თუმცა მის მიერ მიწოდებულ „პრომპტზე“ დაყრდნობით. აშშ-ს საავტორო ოფისმა დაადგინა, რომ ალენი არ წარმოადგენდა ნამუშევრის ავტორს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მისი ერთადერთი წვლილი Midjourney-ის მიერ შექმნილ გამოსახულებაში იყო ტექსტური პრომპტის შეყვანა, რომელმაც გამოიწვია მისი გენერირება“, რის შემდეგაც მან განახორციელა გარკვეული ვიზუალური ცვლილებები.
აღსანიშნავია, რომ წინანდელ მითითებებში ოფისი აღნიშნავდა: „როდესაც AI ტექნოლოგია იღებს მხოლოდ პრომპტს ადამიანისგან და მის საფუძველზე ქმნის კომპლექსურ წერილობით, ვიზუალურ ან მუსიკალურ ნამუშევრებს, ავტორობის ტრადიციული ელემენტები განისაზღვრება და ხორციელდება ტექნოლოგიის და არა ადამიანის/მომხმარებლის მიერ.“
რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელებას?
საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ არ არეგულირებს AI-ის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელების საკითხს. შესაბამისად, მოქმედებს ზოგადი პრინციპი - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სრულად ავტომატურად გენერირებული ნაწარმოები შესაძლოა საერთოდ ვერ მოექცეს საავტორო სამართლის დაცვის ქვეშ.
AI-ის მიერ შექმნილი ნაწარმოების გამოყენება არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი - მას ახლავს სამართლებრივი რისკებიც. კერძოდ, შესაძლოა კომპანიამ ვერ დაიცვას AI-ის მიერ გენერირებული ნაწარმოები საავტორო უფლებით. ამასთან, შესაძლოა, ამგვარი ნაწარმოები, თავის მხრივ, არღვევდეს მესამე პირთა საავტორო უფლებებს.
ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ არსებული ეს დისკუსია აჩვენებს, რომ საავტორო სამართალი დღეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. ტრადიციული კრიტერიუმები, რომლებიც ავტორობას ადამიანის შემოქმედებით საქმიანობას უკავშირებს, ახალი ტექნოლოგიების პირობებში გადახედვასა და გადაფასებას საჭიროებს. საერთაშორისო პრაქტიკა ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა, თუმცა, მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, რომ ადამიანის როლი კვლავ ცენტრალურ ელემენტად რჩება. შესაბამისად, AI-ის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიც ეტაპობრივად დაკონკრეტდება და შემოთავაზებული იქნება უფრო მკაფიო წესები ამ სფეროში.
ფაქტორინგი ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ბიზნესისთვის
2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ფაქტორინგის ინსტიტუტს. ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის ლიკვიდობის მართვისა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტორინგული კომპანია, როგორც სპეციალიზებული სუბიექტი, შეიძლება იქცეს მოქნილ ალტერნატივად კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესს სჭირდება სწრაფი დაფინანსება დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები. მაგალითად, ფაქტორინგის გამოყენებას შეუძლია აღმოფხვრას კონსიგნაციასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერები, რის შედეგადაც თანხის მიღება აღარ იქნება დაკავშირებული ხანგრძლივ დროის მონაკვეთთან.
ფაქტორინგზე დეტალურად გვესაუბრება ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
კანონის თანახმად, ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.
რაც შეეხება ხელშეკრულების მხარეებს, მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც გადასცემს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორს ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად. მეორე მხრივ, ფაქტორი შეიძლება იყოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფაქტორინგული კომპანია.
კანონი ფაქტორინგზე ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფაქტორებს უწესებს რიგ მოთხოვნებს. მაგალითად, სავალდებულოა, ფაქტორი საქმიანობდეს მხოლოდ შპს-ს ან სს-ს სამართლებრივი ფორმით, ჰქონდეს განაღდებული კაპიტალი მინიმუმ 300 000 ლარის ოდენობით და მისი მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავდეს სამეთვალყურეო საბჭოს.
ფაქტორი უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ფაქტორინგი და მასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წარმოადგენს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამავდროულად, არავის აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგული საქმიანობა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 (ხუთ) დებიტორულ დავალიანებაზე.
ხაზგასასმელია, რომ კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამდენიმე სახეს. მათ შორის:
• ფაქტორინგი რეგრესის უფლებით - ამ დროს ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება;
• რევერსიული ფაქტორინგი - ფაქტორი იღებს ვალდებულებას, დაფაროს მოვალის დებიტორული დავალიანება მისი კრედიტორის მიმართ, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს კრედიტორის წინასწარ წერილობით თანხმობას.
კანონი განსაზღვრავს აგრეთვე იმ სანქციების სახეებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფაქტორებისა და ფაქტორინგული პლატფორმის, ისე - მათი ადმინისტრატორების მიმართ, მათ შორისაა: წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, რეგისტრაციის გაუქმება და ა.შ.
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
2024 წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა 18 შუამდგომლობა უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ. პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟის მეშვეობით დავის გადაწყვეტის ხერხს ხშირად მიმართავენ ბიზნეს-სუბიექტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობა უცხოურ კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან მყარდება.
იმისათვის, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს სავალდებულო მოქმედების ძალა საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებელია მისი ცნობა-აღსრულების პროცედურის დაწყება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი მარიამ ბაღდავაძე, „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის.
როგორია ცნობა-აღსრულების პროცედურა?
პროცედურის დასაწყებად საჭიროა, პირმა მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით და მოითხოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი;
- საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მხარე იურიდიული პირია;
- მინდობილობა, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;
- მტკიცებულება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც იგი გამოვიდა;
- სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (150 ლ).
მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე იმ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, რომელიც არ არის შედგენილი ქართულ ენაზე. დამატებით, შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მოთხოვნას შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ასევე, საარბიტრაჟო მოპასუხის იურიდიულ მისამართს. განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რა საფუძვლით სურს ამ პროცედურის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე და რატომ წარმოადგენს უფლებამოსილ სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
რამ შეიძლება დააბრკოლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება?
„არბიტრაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 2 გარემოების არსებობისას:
- თუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი (დავა არბიტრაჟუუნაროა);
- გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საარბიტრაჟო მოპასუხეს მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს, მიუთითოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში გამორიცხავს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას:
- საარბიტრაჟო შეთანხმება გააფორმა არაუფლებამოსილმა პირმა;
- მხარეს საარბიტრაჟო პროცესში არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია/დაეცვა თავისი ინტერესები;
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სცდება მხარის მოთხოვნის ფარგლებს;
- დავის განმხილველი არბიტრაჟის შემადგენლობა იყო არაუფლებამოსილი;
- გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ან/და იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა.
მხედველობაშია მისაღები, რომ ამ საფუძვლებით სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განმცხადებელს უარი უთხრას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ არ გააკეთა შესაბამისი შეცილება მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი შეცილება განხორციელდა, განმცხადებელი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება და დაამტკიცოს ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლების არ-არსებობა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესი
2026 წლის 12 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების პრივატიზების წესებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების რამდენიმე გზა:
• აუქციონი;
• პირდაპირი მიყიდვა;
• უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემა.
კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად კი განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვის წინაპირობები (მათ შორის და არა მხოლოდ):
• საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 ლარის ოდენობის
ინვესტიციის განხორციელების პირობა;
• უძრავი ქონების
დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ
არსებობა, როდესაც მას საკუთარ უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს
არანაკლებ 100 000 000 ლარის ინვესტიცია/დანახარჯი;
•
სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა
სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისა
თუ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მიზნით;
• საქართველოს
მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო
პროგრამები.
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მმართველის
მიერ. ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება საქართველოს მთავრობის მიერ
სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, დამატებითი პროცედურების
გარეშე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში აქტი კარგავს ძალას.
მეორე მხრივ, აუქციონის გზით პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge). აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა, რომლის ოდენობას უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს მას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების/ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუქციონის წესებისა და პირობების ზუსტ დაცვას. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობა და წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?
ბიზნესი ხშირად აწყდება კონკურენტი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თავად კომპანიისთვის ბაზარზე ნორმალური ოპერირებისთვის. იმაზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსგავს ქმედებად კანონისა და სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შესაძლოა გამოიხატოს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის/მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად:
- საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის;
- კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (არასწორი წარმოდგენის შექმნა), უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
- კონკურენტის/მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება და ა.შ.
აკრძალვა ემსახურება როგორც კონკურენტების, ისე - მომხმარებლების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ კანონიერი გზით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალი არ ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების გარეგნული იერსახის (საქონლის ფორმის ან შეფუთვის) შედარების კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, „წერეთელის მექსიკურის“ საქმეში სააგენტომ გამოიყენა საავტორო სამართლის ნორმები და სასაქონლო ნიშნების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ ობიექტის დიზაინში ფერების განსხვავება მომხმარებლისთვის საკმარის განმასხვავებელ ნიშანს არ წარმოადგენს, ამდენად, სახეზე იყო კონკურენციის ნორმების დარღვევა.
სხვა შემთხვევაში სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევად მიიჩნია კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შესახებ სოციალურ ქსელში „უკანონო საქმიანობის გაწევის“ ფაქტის მტკიცება. სააგენტომ განმარტა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის აღნიშნული ჩანაწერი აღქმული იქნება იმგვარად, რომ თითქოს კომპანია საქმიანობს უკანონოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის უკანონოდ მიჩნევის შესახებ.
სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს, რომ კონკურენტის მიმართ გამოხატული კეთილსინდისიერი სამეწარმეო ქცევა ასევე გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, რომელიც აზიანებს მის ინტერესებს. ვინაიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების პოტენციური მომხმარებლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე სუბიექტებს, მსგავსი ქმედება ლახავს მომხმარებლის ინტერესებსაც მათთვის კომპანიაზე არასწორი შეხედულების შექმნის გზით.
ამდენად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დავით. იგი შეიძლება დასრულდეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ჯარიმის დაკისრებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიზნეს-სუბიექტებმა უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და გაითვალისწინონ სააგენტოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობა ახალ კანონთან – რა უნდა იცოდნენ კომპანიებმა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. ახალი კანონის 254-ე მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია, 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს/ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სამეწარმეო საზოგადოებამ ზემოხსენებული მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, რის შედეგადაც რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა, აგრეთვე, იზღუდება კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშის მართვის, საგადასახადო ოპერაციების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კვლავ არ იქნება შესაბამისობაში ახალ კანონთან, 2027 წლის 1 იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსწორების არარსებობისას - მეწარმის/ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, მათი მონაცემები მოიყვანონ ახალ კანონთან შესაბამისობაში.
ამდენად, იმისათვის, რათა კომპანიებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება, აუცილებელია, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება და კანონით დადგენილ ვადაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა ახალ კანონთან.
მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა სამომხმარებლო ურთიერთობებში?
2026 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს N04/64 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა კომპანიის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი მოთხოვნების დარღვევა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობისას ბიზნესის ვალდებულებებზე საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია.
სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოვაჭრეს დარღვევა დაუდგინდა როგორც ინფორმირების ვალდებულების, ისე - მიწოდებული პროდუქტის ნაკლის გამოსწორების ვალდებულებების მიმართულებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაცია განთავსებული არ იყო მოვაჭრის სავაჭრო ობიექტზე. კერძოდ, კანონი ავალდებულებს მოვაჭრეს, განათავსოს ინფორმაცია:
- საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში - მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან კომუნიკაცია;
- კანონისმიერი გარანტიის შესახებ, აგრეთვე, მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ.
დამატებით, დარღვევად შეფასდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა: წუნდების აქტის წარდგენის საფუძველზე ნივთის შეცვლაზე უარის თქმა, თანხმობის მიუხედავად მომხმარებლისათვის თანხის ანაზღაურების არ-არსებობა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს განმარტებით მომხმარებელი პრეტენზიის წარდგენისას ავტომატურად არ თავისუფლდება მტკიცების ტვირთისაგან. საქონლის გადაცემიდან 6 თვის ვადაში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან, რადგან ივარაუდება, რომ ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა. თუმცა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა აღნიშნული უპირატესობით ისარგებლოს, მას ევალება ცალკეული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს.
ამდენად, იმისათვის, რათა ბიზნესმა შეძლოს მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვა და სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, აუცილებელია, დაცული იქნეს ინფორმირების ვალდებულება და მეორეული ვალდებულებები, როგორიცაა: ნაკლიანი საქონლის შეკეთება, შეცვლა ხელშეკრულების შესაბამისი საქონლით.
როგორ აჯამებს იურიდიული კომპანია „ბი ვი ქონსალთინგი“ 2025 წელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
იურიდიულმა კომპანია „ბი ვი ქონსალთინგმა“ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. 2025 წელს კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით BV Consulting-ის საქმიანობას 2025 წელს? რომელ პროექტებსა და მიმართულებებს მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად?
2025 წელს ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გამოწვევების ფონზე იურიდიული მხარდაჭერის საჭიროება გაიზარდა. ბი ვი ქონსალთინგმა მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები კვლავ ნარჩუნდება და მკვეთრად იზრდება მოთხოვნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: კონკურენციის სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, სამეწარმეო სამართალი და ა.შ.
2025 წლის განმავლობაში კომპანიამ არაერთი საქმე წარმატებით დაასრულა, ასევე, გაუწია მნიშვნელოვანი სამართლებრივი მხარდაჭერა პარტნიორ კომპანიებს ამ და სხვა სფეროებში სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ ბიზნეს სუბიექტთან, რომლებსაც ვუწევთ აუთსორს მომსახურებას. ასევე აქტიურად წარმოვადგენთ ბიზნესს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე - სასამართლო პროცესებზე.
როგორია BV Consulting-ის დაკვირვება, როგორ შეიცვალა კლიენტების მოთხოვნები 2025 წელს, რომელ მიმართულებებში გაიზარდა მოთხოვნა და სად შემცირდა?
ჩვენი დაკვირვებით, 2025 წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა კომპანიებისთვის საგადასახადო რისკების მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა. ბოლო წლის განმავლობაში ბი ვი ქონსალთინგმა არაერთ კომპანიას გაუწია საგადასახადო სამართლის მიმართულებით მომსახურება, მათ შორის, ვაწარმოებთ რამდენიმე სასამართლო დავას. ამასთან, კონკურენციის სამართლის მიმართულებით მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ სამართლებრივი რისკების წინაშე.
ყველაზე ხშირად ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა ესაჭიროებათ საშუალო და მსხვილ ბიზნესს. განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ფარმაცევტული, სადაზღვევო და სხვა სექტორებიდან, რომლებიც საქმიანობენ რეგულირებულ სფეროებში. კლიენტები ასევე ხშირად მიმართავენ სერვისებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარებისთვის და სამეწარმეო ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე კონსულტაციისათვის.
ფინანსური და ბიზნეს კონსულტაციების სეგმენტში კონკურენცია იზრდება. რა სტრატეგიებით მოახერხეთ ბაზარზე პოზიციების განმტკიცება?
მიუხედავად მზარდი კონკურენციისა, ბი ვი ქონსალთინგი მუდმივად ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას. კომპანიის მიერ წარმოებული საქმეების წარმატების მაჩვენებელი ადასტურებს ჩვენი გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვას. ბი ვი ქონსალთინგის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე მაღალი ხარისხის მომსახურება წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც სამართლებრივი და კომერციული ინტერესები იკვეთება. ბი ვი ქონსალთინგი მუდმივად უზრუნველყოფს თავის კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობას ხარისხიანი და ადაპტირებული სერვისების მიწოდების მიზნით.
რა არის BV Consulting-ის 2026 წლის ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტები?
ბი ვი ქონსალთინგის სტრატეგიულ პრიორიტეტებში 2026 წლისთვის წამყვან ადგილს იკავებს იურიდიული სერვისების დივერსიფიკაცია. ახალი სერვისები, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კლიენტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორთა ოდენობის ზრდა და ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისება დაეხმარება კომპანიას ბაზარზე საკუთარი პოზიციის განმტკიცებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში.
ბრენდის სამართლებრივი დაცვა: რა უნდა ვიცოდეთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას
თანამედროვე ბიზნეს გარემოში სასაქონლო ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული არამატერიალური აქტივია. იგი არა მხოლოდ მარკეტინგული ინსტრუმენტია, არამედ - სამართლებრივი დაცვის ობიექტიც. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს-სუბიექტები არ არეგისტრირებენ სასაქონლო ნიშანს შესაბამის ორგანოში, რაც რიგ სამართლებრივ პრობლემებს იწვევს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის იურისტი - მარიამ ბაღდავაძე.
რა არის სასაქონლო ნიშანი?
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი/მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან განასხვაოს.
სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს:
- სიმბოლო, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და აქვს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს მიერ წარმოებული საქონელი ან/და გაწეული მომსახურება, მეორე საწარმოს მიერ წარმოებული საქონლისა ან/და გაწეული მომსახურებისგან;
- სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, ასევე, საქონლის ფორმა, შეფუთვა ან სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
რა მნიშვნელობა აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას?
კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშნის დაცვის ხერხია მისი საქპატენტში რეგისტრაცია ან დაცვა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რადგან ის არ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა. რეგისტრაცია უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასა და კომერციულ უსაფრთხოებას.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს-სუბიექტები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გარეშე იყენებენ მას საქმიანობის განსახორციელებლად. შედეგად, წარმოიშვება რისკი, რომ იგივე/მსგავსი სასაქონლო ნიშანი გამოყენებულ იქნეს და დარეგისტრირდეს საქპატენტში სხვა კომპანიის მიერ. შედეგად, ბიზნეს-სუბიექტს არ ექნება უფლება, გამოიყენოს სხვა კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ან მის აღრევამდე მსგავსი ნიშანი.
მსგავს შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მექანიზმი შესაძლოა იყოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ იმ მოტივით, რომ რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი ქმედების მტკიცება საკმაოდ რთულია. ამდენად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სწორი ნაბიჯია სამომავლო დავების პრევენციისათვის.
როგორ დავარეგისტრიროთ სასაქონლო ნიშანი?
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი მიმართავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე - ელექტრონული ფორმით. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში და არსობრივ ექსპერტიზას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
ექსპერტიზის დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ექვემდებარება რეგისტრაციასა და ბიულეტენში გამოქვეყნებას. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა მოწმობა სასაქონლო ნიშანზე, რომელიც ადასტურებს მის რეგისტრაციას და მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული პროცედურების სირთულისა და სამართლებრივი რისკების გათვალისწინებით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესში მიზანშეწონილია კვალიფიციური იურიდიული დახმარების გამოყენება.
დირექტორის პასუხისმგებლობა ბიზნესში – როდის და რისთვის აგებს პასუხს კომპანიის ხელმძღვანელი
ბოლო წლებში კომპანიების დირექტორთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავები
სულ
უფრო ხშირდება. ეს ტენდენცია აჩვენებს საჭიროებას, უკეთ გავიგოთ, თუ
როდის და
რატომ ხდება დირექტორი პასუხისმგებელი საკუთარი
გადაწყვეტილებებისათვის და
როგორ შეუძლია მას დაიცვას თავი არასასურველი
შედეგებისაგან. აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის
მმართველი პარტნიორი ვახტანგ
შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას
და რჩევებს.
რა მოვალეობები გააჩნია კომპანიის დირექტორს?
დირექტორის
მთავარი ამოცანაა, იმოქმედოს ისე, როგორც ამას
„გონივრული
ხელმძღვანელი“ გააკეთებდა – მართოს ბიზნესი
კეთილსინდისიერად, კომპანიის
საუკეთესო ეკონომიკური ინტერესების
გათვალისწინებით და მიიღოს
ინფორმირებული
გადაწყვეტილებები.
სამართლებრივად, დირექტორს ევალება კომპანიაზე ზრუნვა
ისე, როგორც მის
ადგილზე მყოფი საღად მოაზროვნე ადამიანი მოიქცეოდა იმ
რწმენით, რომ მისი
მოქმედება კომპანიისთვის ყველაზე ხელსაყრელია.
მოქმედებდა თუ არა დირექტორი
სათანადო გულისხმიერებით ამა თუ იმ
გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ
კონკრეტულ სადავო შემთხვევაში დგინდება
სასამართლოს მიერ. ხელმძღვანელი
პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე
პასუხს აგებს სწორედ ამ მოვალეობის
ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული
ზიანისთვის.
როდის დგება დირექტორის პასუხისმგებლობა?
დირექტორს
პირადი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინ, როდესაც:
მოქმედებს
დაუდევრად ან გაუფრთხილებლად;
იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიის
ინტერესების საწინააღმდეგოდ;
უგულებელყოფს სანდო ინფორმაციის
გადამოწმებას;
აქვს ინტერესთა კონფლიქტი და ამის შესახებ არ
აცხადებს;
იყენებს კომპანიის რესურსებს პირადი
მიზნებისათვის.
მაგალითისათვის, ერთ-ერთ საქმეში დირექტორს დაეკისრა
პასუხისმგებლობა მეორე
კომპანიის მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნით აღძრულ
სარჩელზე უარის თქმის
გამო, ვინაიდან ამგვარი ქმედებით კომპანიამ დაკარგა
კომერციული შესაძლებლობა,
სასამართლო გადაწყვეტილებით მიეღწია სასურველი
შედეგისათვის (იხ. სუსგ №ას-
687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018
წელი).
რა შემთხვევაში გამოირიცხება დირექტორის
პასუხისმგებლობა?
დირექტორის პასუხისმგებლობის განხილვას მხოლოდ მაშინ
აქვს სამართლებრვი
საფუძვლები, როდესაც იგი ვალდებული იყო,
განეხორციელებინა რაიმე სახის
ქმედება და ის ან არ განახორციელა, ან
განახორციელა არასწორად. უზენაესი
სასამართლოს განმარტების თანახმად,
ფიდუციური ვალდებულებები არ უნდა იქნეს
გაგებული ისე, თითქოს
დირექტორს პასუხისმგებლობა აკისრია აპრიორი ყველა იმ
ქმედებაზე, რომელსაც
მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თანამშრომელი
განახორციელებს. სწორედ
ამიტომ, ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებით არ
დადგინდა დირექტორის პასუხისმგებლობა კომპანიის
ბუღალტრის უკანონო
ქმედებისათვის (ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შედგენა), რამაც
კომპანიას
მატერიალური ზიანი მიაყენა და რის შესახებაც დირექტორი
ინფორმირებული არ
ყოფილა (იხ. სუსგ №ას-710-2023, 19 ივნისი, 2024 წელი).
რა თქმა უნდა,
ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, როდესაც
დირექტორი
იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას პირადი დაინტერესების
გარეშე, მას არ
ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის (სამეწარმეო
განსჯის
წესი). აღნიშნული პრინციპი დირექტორებს აძლევს თავისუფლებას,
მიიღონ
რისკიანი ბიზნეს-გადაწყვეტილებები და არ შეიბოჭონ შესაძლო
პასუხისმგებლობით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოთ მოყვანილ
ერთ-ერთ საქმეზე
განმარტა, რომ დირექტორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა
მხოლოდ იმიტომ, რომ
მან უარი თქვა სარჩელზე კომპანიის ყოფილი დირექტორის
წინააღმდეგ.
განსხვავებით მოვალის მიმართ აღძრული სარჩელისაგან, თუ
სარჩელი ყოფილი
დირექტორის მიმართ შეეხებოდა მის მიერ მიღებულ
„უმართებულო“ ბიზნეს
გადაწყვეტილებას, მასზე უარის თქმის
ფაქტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ
დავასკვნათ მოქმედი დირექტორის
პირადი დაინტერესება ან საზოგადოების
ინტერესებისთვის საზიანო ქმედება.
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ
სიტუაციებზე ვრცელდება
სამეწარმეო განსჯის წესი და დირექტორი თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან
(იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 06 ნოემბერი, 2018 წელი).
დირექტორის
პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ფორმალური ვალდებულებაა, არამედ
კომპანიის
წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. სათანადო გულისხმიერებითა
და
კეთილსინდისიერებით მიღებული გადაწყვეტილებები იცავს დირექტორს
პირადი
პასუხისმგებლობისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი მენეჯმენტის
ჩამოყალიბებასა და
კომპანიის სტაბილურ განვითარებას.
- ხელშეკრულების დადების ავტომატიზებული პროცესი;
- უსაფრთხოება;
- გამჭირვალობა;
- ნაკლები დანახარჯები;
- მოქნილი და სწრაფი სერვისი.
რჩევები ბიზნესს - რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას
ბიზნესის გაფართოვება ან ახალი საქმიანობის დაწყება ხშირად
დამატებითი
ფინანსური რესურსების მოძიებას მოითხოვს. ბიზნეს-სესხი, როგორც
მნიშვნელოვანი
ფინანსური ინსტრუმენტი, მეწარმეებს ეხმარება საჭირო
ინვესტიციების
განხორციელებაში. თუმცა, საფინანსო პროდუქტის წარმატებით
მისაღებად
აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება და
შესაბამისი
დოკუმენტების სწორად მომზადება. „ბიზნეს
მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი
ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი
ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს ამ
საკითხებთან
დაკავშირებით.
საბანკო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, პასუხისმგებლიანი
დაკრედიტების
პრინციპით იხელმძღვანელონ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დეტალურად
აფასებენ
მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. ეს პროცესი მოიცავს
შემოსავლების,
ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების სრულ ანალიზს.
ამისთვის, როგორც
ფიზიკურმა პირებმა, ისე - მეწარმე იურიდიულმა პირებმა
უნდა წარმოადგინონ
შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადი –
ოფიციალური მოთხოვნა ფინანსური მომსახურების მიღების
თაობაზე;
სადამფუძნებლო დოკუმენტაცია - წესდება, სადამფუძნებლო
შეთანხმება,
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი
პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
ფინანსური
ანგარიშგება - იურიდიული პირების შემთხვევაში -
საბალანსო,
მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები, ხოლო
ფიზიკური
პირებისთვის - საბანკო ამონაწერი და ცნობა შემოსავლების
სამსახურიდან;
ბიზნეს-გეგმა – ბიზნესის საქმიანობის, მიზნების,
სტრატეგიის, სამომავლო
გეგმებისა და ფინანსური პროგნოზების ამსახველი
დოკუმენტი;
უზრუნველყოფის დოკუმენტები – უძრავი/მოძრავი ქონების
ან სხვა
აქტივების შეფასების აქტები და საკუთრების
დამადასტურებელი
დოკუმენტაცია;
გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკურმა
პირებმა შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი
დოკუმენტები, რომლებიც
ადასტურებს მათ საქმიანობას და შესაბამის შემოსავალს,
მათ შორის:
საქმიანობის ადგილზე ვიზიტისა და შემოსავლების შეფასების აქტები;
ბაზრის
საშუალო შემოსავლის გათვალისწინებით შედგენილი შეფასებები;
საქმიანობის
დამადასტურებელი დოკუმენტები (ლიცენზია, სერტიფიკატი,
დიპლომი და
სხვა).
საბანკო დაწესებულება დეტალურად აფასებს ზემოხსენებულ
ინფორმაციას და
იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მსესხებლის
გადახდისუნარიანობის სრული
ანალიზის საფუძველზე, კერძოდ - პირის
შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური
ვალდებულებების დეტალური ანალიზის,
მიღებული ინფორმაციის სისწორის
გადამოწმებისა და
მსესხებლის/თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიის
შემოწმების
შედეგად.
ბიზნეს-სესხის გაცემისას საბანკო დაწესებულება
იურიდიულ პირს უხსნის
საკრედიტო ხაზს (გენერალური ხელშეკრულება), რითაც
კლიენტს უდასტურებს
თანამშრომლობის სურვილს, ადგენს კლიენტის საკრედიტო
ლიმიტის თანხასა და
მაქსიმალურ განაკვეთებს (წლიური პროცენტის,
პირგასამტეხლოს და სხვ.
გადასახადების სახით). შესაბამისი გირავნობის,
იპოთეკის, თავდებობის და სხვა
უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, როგორც წესი,
საკრედიტო ხაზის გახსნის
პარალელურად ფორმდება. ამდენად, საბანკო
დაწესებულება წინასწარ
უზრუნველყოფს მომავალ კრედიტებს, ხოლო კლიენტს
საჭიროების შემთხვევაში
სწრაფად და მარტივად შეუძლია სასურველი თანხის
მიღება შესაბამისი საკრედიტო
ხელშეკრულების გაფორმების
საფუძველზე.
ბიზნეს-სესხის წარმატებით მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა
ზემოხსენებული
დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენა, რაც გაამარტივებს
ფინანსური რესურსების
მოპოვების პროცესს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა ფინანსურ სექტორში
საქართველოს ფინანსურ სექტორში მოქმედი რეგულაციები, რომლებიც
მომხმარებელთა
უფლებების დაცვას, დაკრედიტების წესებსა და ეთიკას
არეგულირებს, მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ფინანსური ორგანიზაციებისა და
ბიზნესის საქმიანობაში. თუმცა,
კვლავ აქტუალურია კითხვა – როგორ
აისახება ეს რეგულაციები კომპანიების
საქმიანობაზე და რა უფლებებით
სარგებლობენ ისინი დაკრედიტების პროცესში?
აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი
ვახტანგ შურღაია
გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.
საქართველოს ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის ბრძანება "ფინანსური ორგანიზაციების
მიერ
მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის
დამტკიცების
თაობაზე" ბიზნესს, როგორც საფინანსო პროდუქტის
მიმღებ პირსა და მომხმარებელს,
ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას
ანიჭებს რიგ უფლებებს:
1. ინფორმაციის მიღების უფლება - ბრძანების
თანახმად, ფინანსური
ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს დროულად
მიაწოდოს სრული, გასაგები და
უტყუარი ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის
შესახებ (მაგ. კრედიტის ოდენობა,
საპროცენტო განაკვეთი, ვადა და ა.შ.).
ბრძანება ასევე ადგენს სპეციფიკურ შემთხვევებს,
როდესაც ფინანსურ
ორგანიზაციას დამატებით ევალება „ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი
პირობების“ ცალკე გამოყოფა და ამავე წესებით
დადგენილი
დიზაინით/ფორმით განთავსება ხელშეკრულებაში. ამასთან,
განსხვავებულად
რეგულირდება ინფორმაციის მიწოდების სტანდარდი როგორც
ხელშეკრულების
დისტანციურად დადებისას, ისე - საფინანსო პროდუქტთან
დაკავშირებული
დაზღვევისა თუ საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად
შეთავაზებისას.
2. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაზე უარის
თქმის
უფლება - აღნიშნული პროდუქტი მოიაზრებს კრედიტს, რომლის
მთლიანი
თანხა/პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე. სპეციფიკური
საფინანსო
პროდუქტის მიღებისას მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველგვარი
საფუძვლის
მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან
14
კალენდარული დღის განმავლობაში. უარის თქმის უფლების
გამოყენებისას
მომხმარებელმა ფინანსურ ორგანიზაციას უნდა შეატყობინოს
მატერიალურად ან სხვა
სანდო საშუალებით, ამავე ბრძანებით დადგენილი
ვადაში, ასევე, გადაიხადოს
კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე
კრედიტით სარგებლობის პერიოდის
განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი
პროცენტი.
3. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - საფინანსო პროდუქტის
მიმღები
უფლებამოსილია, გამოხატოს პრეტენზია/უკმაყოფილება და შეიტანოს
საჩივარი
ფინანსური ორგანიზაციისა თუ მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ.
ამ უფლების
რეალიზაციისას საფინანსო ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება,
მიიღოს და
განიხილოს პრეტენზია მიუხედავად მისი გამოხატვის ფორმისა
და ვადისა, შეისწავლოს
საკითხი და არაგუვიანეს 1 თვის ვადაში აცნობოს
მომხმარებელს შესაბამისი შედეგის
შესახებ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი
ასევე უფლებამოსილია, მიმართოს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ
დავების განმხილველ კომისიას
წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში
დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის
გაუცემლობის) ან ნაწილობრივ
დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა
და საგადახდო
მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის
საფუძველზე.
გასათვალისწინებელია ის სიახლეები ბრძანებაში, რომლებიც 2025
წლის 1
მაისიდან შედის ძალაში. ახალი რეგულაცია ერთმანეთისაგან მიჯნავს
პირგასამტეხლოს
ოდენობას მომხმარებლის მიერ კრედიტის საკუთარი სახსრებით
წინსწრებით
დაფარვისა და ნაწილობრივი ან სრული რეფინანსირების დროს.
შედეგად,
ცვლილებამდელი პირგასამტეხლოს ოდენობა იმოქმედებს მომხმარებლის
მიერ
საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვის
შემთხვევაში. რაც
შეეხება სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან
სრული/ნაწილობრივი რეფინანსირების
შემთხვევას, ასეთ დროს სანქციის ოდენობა
განისაზღვრება თანხის წინსწრებით
დაფარვის მომენტისთვის კრედიტის ნარჩენ
ძირითად თანხაზე მიმართული თანხის
არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი წესი
იურიდიულ პირებს ეხება მხოლოდ
მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებების ჯამური
მოცულობა ამავე ფინანსურ
ორგანიზაციაში არ აღემატება 2 000 000 ლარს. წინააღმდეგ
შემთხვევაში მასზე
გავრცელდება იგივე ოდენობის სანქციები, რაც საკუთარი სახსრებით
წინსწრებით
დაფარვისას მოქმედებს.
და ბოლოს, ბიზნესისთვის, როგორც საფინანსო
პროდუქტის მომხმარებლისთვის,
აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის
მექანიზმებს ქმნის. ისინი
უზრუნველყოფს ბიზნესის უფლებას სრულყოფილი და
გამჭვირვალე ინფორმაციის
მიღებაზე, ხელშეკრულების პირობების სიცხადესა და
საჭიროების შემთხვევაში – მასზე
უარის თქმაზე. ამასთან, რეგულაციები
ფინანსურ ორგანიზაციებს ავალდებულებს
მომსახურების მაღალი სტანდარტებით
წარმართვას, რაც ქმნის პროგნოზირებად
საფინანსო გარემოს. შესაბამისად,
კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული
წესები და ფინანსური
გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ ზემოთ
მოყვანილი უფლებებით.
სად გადის ზღვარი ექსკლუზიურ შეთანხმებას და კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას შორის
ცვლილებები სამშენებლო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებით – საგადასახადო ცვლილება, რომელიც ძალაში შედის 1 თებერვალს
2025 წლის 1 თებერვალს ძალაში შედის ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში, რომელიც სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმებს არეგულირებს. ამ სიახლით, სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებული საშეღავათო რეჟიმით (1%), არამედ დაიბეგრება 20%-ის ოდენობით.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
თქვენი აზრით რამ განაპირობა ცვლილება?
ცვლილების ავტორთა განმარტებით, მიზანი არის სამშენებლო მომსახურებისა და შრომითი ურთიერთობის გამიჯვნის პრობლემის აღმოფხვრა. ხშირად, შემოსავლების სამსახური ინდივიდუალური მეწარმეებისაგან მიღებულ მომსახურებას აკვალიფიცირებს შრომით ურთიერთობად, იმ საფუძვლით, რომ ისინი არ ეწევიან სხვა სამეწარმეო საქმიანობას და მათი მეწარმედ რეგისტრაციის მიზანი მხოლოდ გადასახადის შემცირებაა.
რა გავლენას მოახდენს ცვლილებები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებზე?
პირველ რიგში ამ სიახლით, სამშენებლო მომსახურების გაწევით
მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება მცირე ბიზნესის
სტატუსით გათვალისწინებული საშეღავათო რეჟიმით (1%), არამედ დაიბეგრება
20%-ის ოდენობით. მცირე ბიზნესის სტატუსის
მქონე ინდ. მეწარმეებს გარკვეულ
შემთხვევებში მაინც შეუძლიათ სამშენებლო
მომსახურებით მიღებული შემოსავლის საშეღავათო რეჟიმში მოქცევა,
თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი (და არა საწარმო ან
ინდ. მეწარმე).
ამასთან, ცვლილება არ ეხება დადგენილება №4-ის
დანართში მითითებულ საქმიანობებს. აქედან გამომდინარე, თუ მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უზრუნველყოფს სამშენებლო
მომსახურებას, ეს უპირობოდ არ გამოიწვევს სტატუსის გაუქმებას, თუ იგი
სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
რა ხდება
დავების
კუთხით?
როგორც აღინიშნა აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა სადაო.
ჩვენი კომპანიის, ბი ვი ქონსალთინგის,
წარმოებაში არსებული ერთ-ერთი სასამართლო დავა სწორედ ასეთ შემთხვევას
ეხება. შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ
კომპანიის სამეურნეო ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია
დადაარიცხა
დამატებითი გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ ინდ.
მეწარმეები არაერთჯერად საქმიანობას ეწეოდნენ (სხვადასხვა იურიდიულ
პირებთან თანამშრომლობითაც), საგადასახადო ორგანომ მაინც შრომითი
ურთიერთობის ნიშნები დაინახა.
ამ პროცესში ახალი საკანონმდებლო ცვლილება შეიძლება გახდეს
დამატებითი არგუმენტი მეწარმის სასარგებლოდ, რადგან
მანამდე, ცვლილებების ამოქმედებამდე, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო
ტრანზაქციის გადაკვალიფიცირება, თუ ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად არ
მიუთითებდა შრომითი ურთიერთობის არსებობაზე.
რა უნდა
გაითვალისწინონ
ბიზნესებმა?
ცვლილებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია წლიური გეგმის შედგენისას. ახალი
რეგულაცია 1 თებერვლიდან ამოქმედდება, ამიტომ სასურველია, რომ კომპანიებმა
წინასწარ მიიღონ კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია
საგადასახადო დაბეგვრის სწორად საწარმოებლად.
საყურადღებოა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური
მეწარმეები გარკვეულ შემთხვევებში კვლავ შეძლებენ სპეციალური დაბეგვრის
რეჟიმში საკუთარი სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის
მოქცევას. კერძოდ, როდესაც ამგვარ მომსახურებას იღებს არა
საწარმო ან ინდივიდუალური მეწარმე, არამედ - ფიზიკური
პირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული ცვლილება არ ეხება
შრომის ინსპექცია და შრომითი ურთიერთობები: პრაქტიკული რჩევები ბიზნესისათვის
შრომითი ურთიერთობების მართვა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს შრომის ინსპექცია აქტიურად ახორციელებს შრომითი კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობას, რაც დამსაქმებლებისათვის დამატებით პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა მართოს ბიზნესმა ურთიერთობა შრომის ინსპექციასთან და როგორ ავიცილოთ თავიდან სამართლებრივი რისკები? „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
რა უფლებამოსილებები გააჩნია შრომის ინსპექციის სამსახურს?
შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებებს ამომწურავად განსაზღვრავს კანონი "შრომის ინსპექციის შესახებ". მისი ძირითადი ამოცანაა საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმების ეფექტური აღსრულების ზედამხედველობა. მაგალითისათვის, ინსპექტირებისას მოწმდება ნორმირებული სამუშაო დროის, ცვლების განრიგის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, დასვენების დროის, შრომითი ქმედუნარიანობის საკითხის, შვებულების, ხელშეკრულების ფორმის, დისკრიმინაციისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკვშირებული საკითხების კანონთან შესაბამისობა.
ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ობიექტზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები: გაფრთხილება, ჯარიმა ან/და სამუშაო პროცესის შეჩერება.
რა შემთხვევებში ახორციელებს სამსახური ინსპექტირებას?
ინსპექტირება ხორციელდება რამდენიმე საფუძვლით: დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და კანონის დარღვევის თაობაზე იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე, ხოლო გეგმური შემოწმების დროს - ამავე სამსახურის ინიციატივით. გეგმური შემოწმებისათვის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №80 [1] დადგენილებით.
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების შერჩევა ხდება ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად, რომლის დაყოფა ხდება შრომის უსაფრთხოების დარგების სპეციფიკის გათვალისწინებით. მაგალითად, მოქმედი რედაქცია პრიორიტეტულ სექტორებად განსაზღვრავს: სამშენებლო, კვების პროდუქტების წარმოების, საბითუმო/საცალო ვაჭრობის და სხვა სფეროებს.
რა უფლებამოსილებები გააჩნია ობიექტს ინსპექტირებისას?
ინსპექტირების პროცესში კომპანია უფლებამოსილია:
- ინსპექტირების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ -გეგმური შემოწმებისას;
- გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით;
- ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ წარმართოს ბიზნესმა ურთიერთობა შრომის ინსპექციასთან?
იმისათვის, რომ არ მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენება დამსაქმებლის მიმართ, აუცილებელია, დასაქმების ობიექტმა უზრუნველყოს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვა. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა შესაძლებელია ბიზნესის შრომის ინსპექციასთან კომუნიკაციით. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით გაწიოს კონსულტაცია ან მიაწოდოს პირს შესაბამისი ინფორმაცია. ამდენად, გაურკვევლობისას დამსაქმებელი უფლებამოსილია, მიმართოს სამსახურს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.
გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები: ინსპექტირების პროცესის ხელის შეწყობა, ინსპექტორისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდება, მოთხოვნის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერება და ა.შ.
რატომ არის იურიდიული კომპანიის სწორად შერჩევა გადამწყვეტი?
იურიდიული კომპანიის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე პირადი სამართლებრივი საკითხებისთვის. შესაბამისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე იურისტების გუნდი დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში, რისკების მართვასა და საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში.
- 1. იურიდიული მხარდაჭერა - თქვენი მთავარი იარაღი
იურიდიული კომპანიის სწორად შერჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თქვენი ინტერესების დაცვაა. იურიდიულ კომპანიებს სხვადასხვა სპეციალიზაცია აქვთ და შერჩევა თქვენი საჭიროებების შესაბამისად უნდა მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნეს სამართალი გაინტერესებთ, თუ ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ პრობლემას წააწყდით, თქვენი პირველი ნაბიჯი სანდო იურიდიული კომპანიის შერჩევა უნდა იყოს. თითოეული იურიდიული საკითხი მოითხოვს კონკრეტულ ცოდნასა და გამოცდილებას. აუცილებელია, რომ პროფესიონალთა გუნდმა ზუსტად განსაზღვროს თქვენი საჭიროებები.
- 2. სპეციალიზაცია და გამოცდილება - ძირითადი კრიტერიუმები
როგორც აღინიშნა, იურიდიულ კომპანიებს განსხვავებული სპეციალიზაცია აქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ გუნდი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება. მაგალითად, თუ ბიზნესის სამართალი გაინტერესებთ, უნდა ეძებოთ კომპანია, რომელიც მსგავს საკითხებზე მუშაობს და აქვს წარმატებული პრაქტიკა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია რეპუტაცია. კმაყოფილი კლიენტებისა და წარმატებული საქმეების სიმრავლით, იურიდიულ კომპანიას შეუძლია თქვენი ნდობა მოიპოვოს და სამართლებრივი საკითხების ეფექტურ მართვაში დაგეხმაროთ.
- 3. რეპუტაცია და კლიენტთა შეფასებები
იურიდიული კომპანიის სანდოობის შესაფასებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა, მისი რეპუტაციის გაგებაა. წარმატებული საქმეების ისტორია და კლიენტების პოზიტიური გამოხმაურება მიანიშნებს, რომ კომპანიას შეუძლია თქვენს ინტერესებზე მორგებული მომსახურების შემოთავაზება. გადახედეთ ონლაინ-რეიტინგებს და მიმოხილვებს, რაც გაგიადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.
- 4. ინდივიდუალური მიდგომა და კომუნიკაცია
იურიდიული საკითხები ხშირად სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის იურისტები არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ კარგი კომუნიკატორებიც იყვნენ. იმ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პროფესიონალურ კომუნიკაციასა და კლიენტის მხარდაჭერას, ამ პროცესების საგრძნობლად შემსუბუქება შეუძლია. ისინი უნდა გთავაზობდნენ ინდივიდუალურ მიდგომას და მუდმივად გაწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას. პროფესიონალიზმის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ მათთან თანამშრომლობისას.
- 5. ხარჯთეფექტურობა და გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა
იურიდიული მომსახურების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. აუცილებელია, რომ თავიდანვე გაარკვიოთ ყველა ხარჯი და საფასო პოლიტიკა. სწორად შერჩეული იურიდიული კომპანია დაზოგავს თქვენს რესურსებს. გამოცდილ იურისტებს შეუძლიათ, ეფექტურად გაუმკლავდნენ სამართლებრივ სირთულეებს, შეამცირონ ფინანსურად წამგებიანი შეცდომებისა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესების ალბათობა.
დასკვნა - სწორი არჩევანი თქვენი წარმატებისთვის
იურიდიული კომპანიის შერჩევა არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარებას ეხება, არამედ თქვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. რეპუტაციის, გამოცდილების, სპეციალიზაციისა და მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებზე. სწორი არჩევანი დაგეხმარებათ სამართლებრივი გამოწვევების მარტივად და წარმატებულად გადალახვაში.