ჩვენ ვიცავთ თქვენს წარმატებას სამართლის შემდეგ სფეროებში
ჩვენი სტატისტიკა
Legal Cases
Lawyers & Paralegals
Cases Won %
ჩვენს შესახებ
სლოგანი პარტნიორობა წარმატებისთვის ასახავს ბი ვი ქონსალთინგის ძირითად ღირებულებებს. ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის ფილოსოფია, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე იურიდიული მრჩევლები; ჩვენ ვართ პარტნიორები, რომლებიც თქვენთან ერთად ვმუშაობთ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე წარმატებული მომავლისთვის.
თანამედროვე სამყაროში სამართლებრივი გარემო სწრაფად იცვლება. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევს უახლეს სამართლებრივ სიახლეებს. უნიკალური პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გვეხმარება გავიგოთ თქვენი საჭიროებები და გრძელვადიანი მიზნები. ჩვენ მიზანია არამარტო არსებული პრობლემის გადაჭრა არამედ მომავალი გამოწვევების განსაზღვრა და საუკეთესო გადაწყვეტის შემოთავაზება.
ჩვენი ძალა პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდშია, რომელთაგან თითოეულს მოაქვს სიღრმისეული ცოდნა და დიდი გამოცდილება. ისინი ფლობენ წლების განმავლობაში რთული იურიდიული საკითხების გადაჭრის პრაქტიკას.
ბი ვი ქონსალთინგის გუნდი დაკომპლექტებულია კერძო და საჯარო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებიც სპეციალიზდებიან კერძო და საჯარო ურთიერთობებზე.
ჩვენი გუნდი

ვახტანგ შურღაია
ჩვენი გუნდის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ასევე ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს სამოქალაქო სამართლის განხრით. ვახტანგ შურღაია გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე კერძო, კომპანიებში. ვახტანგ შურღაია არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ლიანა ჯაფარიძე
დოქტორი ლიანა ჯაფარიძე ჩვენი გუნდის მოწვეული იურისტ-ექსპერტი არის სასექსის უნივერსიტეტის ლექტორი. ლიანა არის კონკურენციის სამართლის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ლიანამ განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი (DPhil in Law 2022, MJur 2014), ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში, იტალია (ფლორენციის პროგრამა კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის 2017), შპეიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია.

მარიამ ბაღდავაძე
ჩვენი გუნდის უმცროსი იურისტი მარიამ ბაღდავაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მარიამმა განათლება მიიღო გრანადას უნივერსიტეტში, ესპანეთი. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. მარიამ ბაღდავაძეს აქვს კერძო კომპანიასა და საჯარო სექტორში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.

სოფიკო თვალაბეიშვილი
ჩვენი გუნდის უმცროსი იურისტი, სოფიკო თვალაბეიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ის ასევე ფლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს განათლება ტუშას უნივერსიტეტში, იტალიაში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამინის ძირითადი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სოფიკო თვალაბეიშვილს აქვს მუშაობის გამოცდილება , როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიში.
ჩვენი პარტნიორები









